სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. მათ აქვთ დავალება დააზიანონ ეს ქვეყანა, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე. - ამის შესახებ მმართველი პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე მსჯელობენ.
"ბოლო კითხვაა, რა იქნება მომავალში? ვერ გეტყვით სალომე ზურაბიშვილი კვლავ განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას, თუმცა რა შეუშლის ხელს? აქამდეც იცოდა რომ არღვევდა. წავა კვლავ დაარღვევს, ნაცმოძრაობის იმედი კვლავაც აქვს.
"კარწინკაზეც" კი ერთად თანხმდებიან სალომე ზურაბიშვილი და ნაცმოძრაობა იმდენად ღრმად არიან ისინი ერთმანეთთან ალიანსში.
ის არ იმსახურებს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას. როგორც არ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, გვესმის რომ იმპიჩმენტი არ იქნება. ის ბოლო ერთი წელიწადი ფორმალურად იქნება პრეზიდენტი. ის დარჩება კოლექტიური ნაცმოძრაობის პრეზიდენტად, სამწუხაროდ ის დავიდა საქართველოს პრეზიდენტობიდან ნაცმოძრაობის პრეზიდენტობამდე. სალომე ზურაბიშვილობიდან სალომე სამადაშვილობამდე". - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.