გვესმის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება უკრაინა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 "გვესმის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება უკრაინა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ და მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ რეზოლუციას უკრაინის მხარდასაჭერად. ასევე, საქართველო, ომის დაწყების დღიდან, უზრუნველყოფს მშვიდობიან დახმარებას, როგორ ცომში მყოფნი ქვეყნის შიგნით, ასევე - მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.