გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსია მქონდა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„მოუთმენლად ველოდები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას გენერალური მდივნის წინადადებების ძირითად ასპექტებზე, რომელიც ასახულია ჩვენი საერთო დღის წესრიგის ანგარიშში და ხაზგასმულია მომავლის პაქტში“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
Held fruitful discussions with H.E. António Guterres, @antonioguterres, UN Secretary-General in the frames of the 79th Session of the #UNGA. Looking forward to work with our international partners on key aspects of SG’s proposals laid out in Our Common Agenda report and further… pic.twitter.com/dL72Bnuasa
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) September 23, 2024