ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში, არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს არის ევროპარლამენტის მე-7 სამარცხვინო რეზოლუცია, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. 

„ეს ყველაფერი ახდენს საქართველოში ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ევროპული კვლევების მიხედვითვე რომ არის დაკლებული დაახლოებით 20%-ით საქართველოში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა, არ უნდა უკვირდეთ, როდესაც ასეთ სამარცხვინო შანტაჟს ახორციელებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში, არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.