ირაკლი კობახიძე CEPS-ის კვლევაზე: ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორი არის ელენე ხოშტარია
1653292842
CEPS-ის დასკვა, სადაც წერია რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩარილი პოლიტიკაში არის "ფეიკი", რომელსაც ხელს აწერს ერთ-ერთ რადიკალი ოპოზიციონერი ელენე ხოშტარია. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორი ხომ იცით ვინც არის? ამ კვლევას სხვათაშორისი იგივე ორგანიზაციის კვლევა უძღოდა წინ, სადაც ქულებით არის შეფასებული საქართველო - უკრაინა და მოლდოვა და იგივე ორგანიზაციის მიხედვით შარშან მომზადდა, საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. ახალა რა ხდება, წელს მოამზადა დასკვნები იგივე ორგანიზაციამ და დასკვნის ერთ-ერთი ავტორი არის ელენე ხოშტარია. არც მეტი არც ნაკლები რადიკლური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი რადიკალი, როგორ შეიძლება ამ დასკვნას ვენდოთ? და მეორე, აქ არის უამრავი "ფეიკი", რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს. აქაც არის უამრავი ფეიქი, როგორ უნდა დაარწმუნო ვიღაცა იმაში, რაც არ არსებობს. რაღაც რომ არსებობს ის შეიძლება დაამტკცო, მაგრამ, რაღაც რომ არ არსებობს ვერ დაამტკიცებ, ბიძინა ივანიშვილი რომ არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში ეს როგორ უნდა დაამტკიცო?
ჩართული რომ იყოს დაამტკიცებდი, მაგრამ, რომ არ არის ჩართული როგორ დაამტკიცებ. ასეთ აბსურდში არიან შესული ეს ადამიანები და ამიტომ ვითხოვთ ჩვენ არა აღქმებს, არამედ ფაქტებსა და არგუმენტებს.
საუბარი იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, არის მარტივი "ფეიკი" და ეს "ფეიკი" ვრცელდება ვისგან? იგივე რადიკალების მხრიდან, ელენე ხოშტარიას მხრიდან, რომელიც არის ამ დასკვნის ერთ-ერთო ავტორი. ჩვენ არ გვჭრდება ფეიქზე დაფუზნებული აღქმები. ჩვენ გვჭირდება ფაქტები და არგუმენტები" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.




