ელენე ხოშტარიას ქმედებები, მისი პოლიტიკური წარსული და აწმყო მასზე უკეთესად საუბრობს, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური შეფასება მასთან მიმართებაში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
„მისი ქმედებები, მისი პოლიტიკური წარსული და აწმყო ამ ქალბატონზე უკეთესად საუბრობს, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური შეფასება მასთან მიმართებაში. როდესაც გამოვიდა ეს ქალბატონი და იხმარეს სიტყვა - არა მხოლოდ ეს იყო, გვარამია იყო და კიდევ არ მინდა სახელი და გვარები დავასახელო არ მახსოვს - რომ აწამეს. „კოლექტიური ნაცმოძრაობის” რომელიმე წარმომადგენელი წამებაზე საუბრობს პირდაპირ ეთერში ან საზოგადოებრივ სივრცეში. ეს არის საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ქალბატონი ელენე არის ერთ-ერთი პირველი თანაავტორი იმ აღქმების თეორიის, იმ სიცრუის თეორიის, სადაც მთელი ეს აგენტურული ქსელია დაკავებული, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. ასე რომ, მათი მხრიდან ასეთი გამონათქვამები ნაკლებად ყურადსაღებია“, - განაცხადა კირცხალიამ.