ირაკლი კირცხალიას თქმით, ყველაფერი, რასაც სახელისუფლებო პარტია ამხელდაб ნელ-ნელა ცხადდება. ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვოლიდიმირ ზელენსკის ყოფილი თანაგუნდელის და რადის ყოფილი დეპუტატის არტიომ დმიტრუკის განცხადებას. 

„რასაც ვამხელდით, რასაც ვსაუბრობდით ნელ-ნელა ყველაფერი თავისთავად ცხადდება და თავისთავად ხედავს დღის შუქს. ეს განცხადება სწორედ ამის გამოძახილია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი უკრაინაში, ვინც ასე ფიქრობს და დარწმუნებული ვარ, არც პირველი და არც უკანასკნელი, ვინც ამას ხმამაღლა იტყვის“, - აცხადებს კირცხალია. 

დმიტრუკის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის. ამ თემაზე ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ყოფილმა წევრმა საკუთარ Youtube-არხზე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. „არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში და ანადგურებს მილიონი ადამიანის სიცოცხლეს“, - ამბობს დმიტრუკი.