საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
ცნობისთვის, დღეს, სასტუმროში "პარაგრაფ თბილისი", "ქართული ოცნების" VIII ყრილობა გაიმართა, სადაც ექსპრემიერი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2024 წლის 29 იანვარს განაცხადა პოსტის დატოვების შესახებ. თუმცა, არ დაუსახელებია ვინ ჩაიბარებდა მინისტრთა კაბინეტს.
ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. და განაცხადა, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე (2013–2015), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.