"ნიუ-იორკ ტაიმსის" ცნობით, ასეთი განცხადება ნიუ-იორკის მერმა, ზორან მამდა იმ, ლულუ გარსია-ნავაროსთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
ზორან მამდანიმ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კვლავ განიხილავს, დააკავოს თუ არა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, თუ ის, როგორც მოსალოდნელია, სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში ჩავა.
მე მჯერა, რომ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ადგილი ჰააგაშია. ის არის სამხედრო დამნაშავე. მას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ადანაშაულებს. ბევრი ადამიანი ამ აზრს იზიარებს მხოლოდ იმის გამო, რაც გამოიწვია მისმა ქმედებებმა ბოლო წლებში, - განაცხადა მამდანიმ და დასძინა, რომ არ არის დარწმუნებული, აქვს თუა არა იურიდიული უფლებამოსილება, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტს, რომელსაც ის ზედამხედველობს, ნეთანიაჰუს მსგავსი უცხოელი ლიდერის დაკავების ბრძანება გასცეს.
მან თქვა, რომ ამ საკითხს ქალაქის იურიდიულ დეპარტამენტთან „აქტიურად განიხილავს“.
„ნიუ-იორკში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რის საშუალებასაც კანონი იძლევა, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად საკუთარ კანონებს არ დავწერთ“, - დასძინა ბატონმა მამდანიმ.




