"მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ რომელზედაც გუნდთა ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვპოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
ვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მე ორჯერ მომიწია პრემიერ-მინისტრის უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა. ჯამში ყველაზე მეტ ხანს - 5 წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, მითუმეტეს რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე პოლიტსაბჭოსთან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1 თებერვალს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს - ეს გადაწყვეტილება 24 იანვარს გამართულ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე (2013–2015), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.