მადლობა ჩვენს საამაყო ხალხს და ამ დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს ბიძინა ივანიშვილს, მთელ ჩვენს გუნდს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და, რა თქმა უნდა, ამ დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მთელ ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.