საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მოლოდინში - მმართველ გუნდის მიერ შეტანილი სარჩელი სამი პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის", "ახალისა" და "ლელოს" აკრძალვას ითხოვს. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს.
"ქართული ოცნება" თვლის, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აღნიშნული ნაბიჯი აუცილებელია.
სიაში მოხვედრილების აზრით კი, პარტიების გაუქმებით "ქართული ოცნება" პოლიტიკური ველის გასუფთავებას ცდილობს და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ.
"მიიღეს რეპრესიული კანონები, მათ დააკავეს ასობით ადამიანი და გაცხადებული აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების განადგურება. ამისთვის "სამართლებრივი" პროცესი არის პარტიების გაუქმების, რასაც ჩვენ სამართლებრივ პასუხს გავცემთ აუცილებლად, უფრო მეტ დეტალს, შევთანხმდებით და გაიგებს საზოგადოება", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.




