2008 წელს საქართველოს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს ჯარისკაცებს, ეს ბიჭები ყოველთვის მზად იყვნენ, მზად არიან და მზად იქნებიან დაიცვან საკუთარი ამოცანები, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

„სამწუხაროდ საქართველოს ჰყავდა მოღალატე ხელისუფლება, საქართველოს ჰყავდა მოღალატე ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ და საერთოდ უგუნურები იყვნენ, თუ რას აკეთებდნენ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.