რუსთაველის გამზირზე, სადაც ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, ინციდენტი მოხდა პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
ოპოზიციის აქტივისტებს კარვის დადგმა და ღამის იქ გათევა უნდოდათ, თუმცა პოლიციამ მისი დადგმის საშუალება არ მისცეს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პოლიციამ კარავი გაიტაცეს, მაგრამ ის კიბეზე ჩამოჯდება და მთელი ღამე დარჩება ადგილზე. მისი თქმით, ყველა ინდიდვიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას. "ოლიგარქთან ბრძოლა რთული და ხანგრძლივია, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ. მე ვრჩები, მესმის, რომ ადამიანები დაღლილები არიან და თავად გადაწყვეტენ, რას იზამენ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.