“თბილისის №166 საჯარო სკოლის დემონტაჟს თავად საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს,  მუნიციპალური განვითარების ფონდი კი უკვე ამზადებს სამშენებლო პროექტს, რათა დემონტაჟის დასრულებისთანავე შესაძლებელი იყოს მშენებლობის დაწყება”,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა “ღია ეთერში საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება.

„მშენებლობის ხარისხზე პასუხისმგებლობას პირადად ავიღებ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ყველა სკოლა აშენდეს მაღალი სტანდარტით და უსაფრთხოების სრული დაცვით,“ - განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის ინფორმაციით, სკოლის მშენებლობას სავარაუდოდ  სამი წელი დასჭირდება, თუმცა სამინისტრო პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებაზე მუშაობს.