საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქალაქეთა ახალი მისაღები დაათვალიერა

ქ. ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქალაქეთა ახალი მისაღები გაიხსნა. მომსახურების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა. განახლებული მისაღები, სადაც მომსახურების 3 ავტონომიური ფანჯარაა, საშუალებას მისცემს გენერალურ საკონსულოს, მოახდინოს საკონსულო ოლქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ეფექტიანი და სწრაფი მომსახურება.

ნიუ იორკში გენერალური საკონსულო აშშ-ის 25 შტატს აერთიანებს.