ვხედავთ, რომ საცობების განსამუხტად მაგისტრალებისა და ხიდების მშენებლობის ნაცვლად, ყველაფერი ბრალდება ღარიბ მოსახლეობას, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ღარიბი მოსახლეობა მანქანებზე არ დაჯდეს.
„მე გეტყვით ერთ მარტივ მაგალითს, რა არ მომწონს დღეს ქალაქში, რა ვითარდება არასწორად და რა მიმაჩნია გამოსავლად. დღეს ქალაქი მიმდინარეობს არა იმ მიმართულებით, რომ შენდებოდეს მეტროები, ხიდები, ან მაგისტრალები საცობების განსამუხტად, არამედ ყველაფერი ბრალდება საქართველოს მოსახლეობას. ყველაფერია გაკეთებული, რათა ღარიბი მოსახლეობა მანქანაზე არ დაჯდეს.
რაც ჩამოვთვალე, იმას დამატებული გაჩერების პრობლემები, რომელზეც ჩვენ ალბათ დღეს ვილაპარაკებთ. თუმცა, მთელი მიმართულება, რომლისკენაც დღეს ქალაქის მერიაა აქცენტირებული, არის, რომ მოდი, ხალხი, ღარიბები მანქანებიდან გადავსვათ თვრამეტმეტრიან ავტობუსზე და სუს-ლაინებზე იაროს იმ ხალხმა, ვისაც ფული აქვს, ან გავლენა აქვს. ჩვენ ამის შეცვლა გვინდა და ვისაც ეს გინდათ, დაგვიჭირეთ მხარი, გააფერადეთ 36“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.