„ჩვენ ვიხვეწებით ლაპარაკს. ვიძახით, დაგველაპარაკეთ, ხალხო, გახსენით საკუთარი მედიასაშუალებები, გახსენით უნივერსიტეტები. წარმოიდგინეთ, რამდენი ქარტეხილია გადავლილი ბოლო პერიოდების განმავლობაში სტუდენტების თავს, რამდენი ციხეში ზის, რამდენი რაღაც უაზრო აქციაზე დადის დღემდე, რამდენი ადამიანი როგორ ტყუილად გაიშარა და უნივერსიტეტები დაკეტილია პოლიტიკური აზრისთვის“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა
"„ჩვენ დავინახავთ, რომ 5 ოქტომბერს აღარ არსებობს „ღვაწლმოსილი“ პოლიტიკური პარტიები, როგორებიც არიან 4 და 5. რომელიღაც პოლიტიკური პარტიები ნამდვილად გაქრებიან. არ ვიცი, ვინც დარჩენას აპირებს, მაგალითად, „ლელო“ ხომ აპირებს დარჩენას, იმიტომ, რომ ფული აქვს, იმ ტყუილებით, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც აკეთებენ და მანამდეც აკეთებდნენ, დიდხნიან პერსპექტივაში როგორ უნდა დარჩნენ, მე ესეც არ ვიცი. ასევე, ვერ ვხედავ, მაგალითად, როგორ რჩება გახარიას პარტია, რომელმაც უამრავი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მთელი ამ პროცესის განმავლობაში. ერთადერთი, რაც მგონია, რომ ამ არჩევნების შედეგად პოზიტიური შეიძლება იყოს, მართლა ის არის, მე პირადად შევამოწმებ იმას, რამდენი პროცენტია საზოგადოების, რომელიც უარს აცხადებს ნაც-ქოცურ დაპირისპირებაზე, ჩხუბზე უარს აცხადებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.