„ტვ პირველს“ ვთხოვთ, „პრაიმ ტაიმში“ როგორც შალვა ნათელაშვილი იყო მიწვეული ტყუილის საქადაგებლად, საშუალება მოგვეცეს ტყუილის უარყოფისთვის - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს:

"გუშინ შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში დაგვაბრალა, რომ ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტიდან მის გარიცხვას მხარი დაუჭირა და ტყუილის საფუძველზე, „პრაიმ ტაიმში“ გამოგვლანძღა. მისთვის არავის შეუხსენებია, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და უსამართლოდ გავილანძღეთ. მოგეხსენებათ, შალვა ნათელაშვილს პასუხს ვერ მოსთხოვ და ამის იმედიც არ გვაქვს. ამიტომ, „ტვ პირველს“ ვთხოვთ, „პრაიმ ტაიმში“ როგორც შალვა ნათელაშვილი იყო მიწვეული ტყუილის საქადაგებლად, საშუალება მოგვეცეს ტყუილის უარყოფისთვის.TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი"