"იცით, რომ რუსეთ-უკრაინის ომიც ქოც-ნაცური გარჩევის საგანი იყო, სენატორების საკითხიც, სპორტული თუ შოუ ბიზნესის მოვლენები. სპორტსმენების ჯერიც მივიდა – თუ იტყვი, „არა, რუსულ კანონს“, ავტომატურად „ნაცი“ ხარ, ხოლო თუ მადლობას საჩუქრის ავტორს ეტყვი, „ქოცი“ ხარ. ეს იმ ცხოვრების შედეგია, რაშიც პოლიტიკური სპექტრი ქვეყანას ამყოფებს" - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა,  "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

"ხშირ შემთხვევაში მგონია, ვინც წარმატებულ ფეხბურთელებს მადლობის გამო აგინებენ, „ქოცების“ გამოგზავნილი ხალხია, რადგან ეს გამოიყენონ პოლიტიკური მიზნისთვის. სულელები ყოველთვის იქნებიან, რომლებიც ისეთ რაღაცას იტყვიან, რომ ეს მათ საწინააღმდეგოდაც იყოს გამოყენებული. აფერისტების წვლილსაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებენ“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.