ხელისუფლება ოპოზიციის სიბრიყვის იმედად არის დარჩენილი. უბრალოდ, ეს სიბრიყვე მას აქამდე ყოველთვის შველოდა, ახლა რაღაცნაირად ისევ იმის იმედად არის, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მოგეხსენებათ, მესამე ვადა მთავრდება „ქართული ოცნების“ და რაღაცნაირად, ისიც ემსგავსება წინა ხელისუფლებებს, როდესაც მმართველობის ბოლოს კარგავენ მოსახლეობასთან ლაპარაკის უნარს და მთლიანად გადადიან ძალადობაზე, ბრძანებლობაზე, იმიტომ რომ იციან, სასაუბრო რესურსი უფრო და უფრო ცოტა რჩება.
ხელისუფლების ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულია ეს ყველანაირად, თუ რასაკვირველია, ოპოზიციამ თავად არ თქვა უარი ხელისუფლებაზე, უბრალოდ არ გამოართვა ხელიდან ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“. მეტი რა უნდა ქნას „ქართულმა ოცნებამ“ მეტი როგორ უნდა დაეხმაროს საკუთარ თავს იმაში, რომ ერთპიროვნული ხელისუფლება დამთავრდეს. ხელისუფლება ოპოზიციის სიბრიყვის იმედად არის დარჩენილი. უბრალოდ, ეს სიბრიყვე მას აქამდე ყოველთვის შველოდა, ახლა რაღაცნაირად ისევ იმის იმედად არის და ვინაიდან ბევრი მაგალითები გვაქვს, ვინაიდან ყველა ხვდება მგონი, რომ სერიოზულია რისკი ქვეყანა იზოლაციისკენ წავიდეს და შესაძლოა მაინც არსებობდეს შანსი იმისი, რომ სხვანაირად მოვიქცეთ და მართლა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი ქვეყანა გვინდა არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.