გახარია რომ არა, ხაზარაძე პოლიტიკაში საერთოდ არ იქნებოდა. შესაბამისად, კაცი, რომელმაც პოლიტიკაში მოგიყვანა, მაინც შენს ახლობლად უნდა ჩათვალო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მათთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა „ლელოა“.
„პირველად გინახავთ, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს ლანძღავდნენ და შემდეგ ერთად ქმნიდნენ კოალიციას? შეიძლება, გახარია და „ლელო“ ერთად რთულად წარმოიდგინოთ, მაგრამ „ლელო“ კარგ საქმეს გააკეთებს, თუ ნაცურ კოალიციაში შეიყვანს, რადგან ადამიანებისთვის პოლიტიკური სვლები უფრო გასაგები გახდება. „ლელო“ გახარიას პარტიას ამ მორიდებების დაძლევაში თუ დაეხმარება, მხოლოდ კარგი იქნება“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.