სჯობს, სოფო ჯაფარიძემ თავისი მისაღები გახსნას, სადაც მიხეილ სააკაშვილზე დაელაპარაკება ხალხს, „ამით ხალხის ინტერესიც უფრო მაღალი იქნება, აქციები და გაუგებრობებიც თავიდან აცილებული იქნება. ქალბატონ სოფოს ამ თვალსაზრისით ვურჩევდი პროექტში ცვლილების შეტანას“, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ამ ფორმით არაფერი, მაგრამ თუ გაიხსნება ქალბატონი სოფოს მისაღები, სადაც მიხეილ სააკაშვილზე ილაპარაკებენ, მაშინ შეიძლება, აზრი ჰქონდეს. საზოგადოება ქალბატონ სოფოს გაიცნობს, როგორც ახალ ამომავალ პოლიტიკოსს. ციხეში მყოფი ადამიანის სანახავად რატომ უნდა მიხვიდე იმ ადგილას, სადაც ის არ იმყოფება?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი წარმომადგენლის თქმით, სოფო ჯაფარიძე: მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა საზოგადოებრივი მისაღების გახსნა, რომელსაც დღეს გახსნიან.