კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერია და როცა სააკაშვილი ციხეშია, ახლა პარტიის „მინისტრები“ კეზერაშვილთან დადიან, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ლევან ხაბეიშვილი და მისი რამდენიმე თანაგუნდელი დავით კეზერაშვილს კვიპროსში შეხვდებიან.
„არაფორმალური მმართველი არის მთავრობის მეთაური და მასთან სხვადასხვა ჟანრის მინისტრები ჩადიან. ეს არის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებშიც. უბრალოდ, ერთი არაფორმალური მმართველი ქვეყანაში არ არის და „ნაცმოძრაობის“ მინისტრებს სხვა ქვეყანაში უწევთ ჩასვლა თავიანთ პრემიერთან“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით კეზერაშვილს კვიპროსში შეხვდებიან.