რაც უნდა ეწეროს და რამდენი ფულიც არ უნდა იყოს დახარჯული, შედეგი გვაჩვენებს, რომ არაეფექტურადაა დახარჯული. მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, ასე ფულის ხარჯვას თავი დაანებოს, ფულის ხარჯვას სხვანაირად მიჰყოს ხელი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ფული ძირითადად პიარკამპანიებში იხარჯება. როცა ციხეში ზიხარ, მგონი, ფულის ხარჯვა მაინც და მაინც სწორი გამოსავალი არაა. შეიძლება, ამით დასავლეთში სხვა იმიჯს იშენებს – პოლიტპატიმრის სტატუსს, პუტინის პატიმრის. იმ თვალსაზრისით არ არის ეფექტურობა, რომ პატიმარი ისევ ციხეში ზის“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ