„ქართული ოცნების“ პოზიციაა ამ წუთას - არაფერი რეალური დაპირებები არ გავცეთ, ხალხი ვაცხოვროთ ტყუილში. გადიან დიდი ტყუილით და ერთადერთი პრობლემა, რაც ახლა სანერვიულოა, ზუსტად ასევე გრანდიოზული ტყუილებით გადის ოპოზიცია, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„რა შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“ - ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვინდა იმისთვის, რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ და „ნაცები“ გავაქროთო. წარმოიდგინეთ, რამდენნაირი ტყუილია, თუ აფხაზეთს იბრუნებ, როგორ შეიძლება არ გქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვინ გადებავს, აფხაზეთს იბრუნებს ხელისუფლება და რომელი პარტია გაბედავს რომ კონსტიტუციური პრობლემა შეუქმნას ხელისუფლებას. ეს ერთი და მეორე, საკონსტიტუციო უმრავლესობა მინდა იმისთვის, რომ „ნაცები“ გავაქროო, გქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა „ნაცების“ გაქრობა თუ გინდოდა, მაგრამ „ქოცებს“ ხომ არ სჯერათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ, ახლა ცდილობენ, იქნება 40 % მაინც ავიღოთო, რომ დავრჩეთ ხელისუფლებაში და მერე ხალხს უთხრან, ხალხნო, არ მოგვეცით საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამიტომ „ნაცებიც“ არსებობენ და აფხაზეთიც ვერ დავიბრუნეთ. ასეთი გამაოგნებელი ტყუილია. შეიძლება იფიქროს კაცმა, როგორ შეიძლება ადამიანებს ასე ეკაიფებოდნენ. „ნაცების“ დაშლა რა შესასრულებელი ეს არის, მეტი რა უნდა დაემართონ „ნაცებს“, ზოგადად, შენ რა უნდა უქნა მეტი სამართლებრივად, რაც თვითონ დამართეს საკუთარ თავს. მათი პოზიციაა ამ წუთას - არაფერი რეალური დაპირებები არ გავცეთ, ხალხი ვაცხოვროთ ტყუილში. გადიან დიდი ტყუილით და ერთადერთი პრობლემა, რაც ახლა სანერვიულოა, ზუსტად ასევე გრანდიოზული ტყუილებით გადის ოპოზიცია. ერთმანეთს ეჯიბრებიან ტყუილის თქმაში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში.