სადღეგრძელოებში ყველას ერთმანეთი უყვარს და ეთანხმება, მაგრამ როგორც კი სადღეგრძელო საქმეში გადავა, სალომე ზურაბიშვილის ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ქარტია პრეზიდენტის გასართობია, რითაც მან ოპოზიციის რიგებში შეღწევა მოახერხა. ახლა კი, წინასაარჩევნოდ მათ აფეთქებას ცდილობს. მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია და ახლა ზოგად სადღეგრძელოებს ვისმენთ. სადღეგრძელოებში ყველას ერთმანეთი უყვარს და ეთანხმება, მაგრამ როგორც კი, სადღეგრძელო საქმეში გადავა და ეს არჩევნებამდე მოხდება, ამ ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება ნინო ლომჯარიას კანდიდატურას, ბიძინა ივანიშვილისგან მაგარი სვლა იქნება – როგორ დაუნიშნავს პრემიერობის კანდიდატად ლომჯარიას, რომელიც ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველად არჩეული ჰყავდა თავისივე ფეიკი პრემიერის მიერ. იმ პრემიერის მიერ, რომელიც ოპოზიციაში გაუშვა და მას ლომჯარიაც მიჰყვა. ახლა ორივეს ოპოზიციის პრემიერად ერთად აბრუნებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.