ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ფეიკრევოლუციის მცდელობისთვის ემზადება, რათა ხალხს აჩვენოს, თითქოს, რევოლუციას აწყობს, მთელი საზოგადოება ფეხზე წარმოაყენოს და შემდეგ იმედები გაუცრუოს, ესენი იმიტომ ხტუნავენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ქვეყანაში ადამიანებმა იმედი დაკარგონ.
„ქართული ოცნება“ წარმატებით ჩაახშობს ამას და ზეწოლის ახალ ტალღას წამოიწყებს საზოგადოებაზე, რათა მათ იმედი დაკარგონ, რომ ამ ქვეყანაში ხალხის ნებით რაიმე იცვლება“, – განაცხადა ხვიჩიამ.