სუსის ჩანაწერები ორგანიზაციის ნებართვის გარეშე გარეთ არ ჟონავს, „ქართული ოცნება“ ყალბი რევოლუციის სცენარს დგამს, სინამდვილეში კი ორგანიზატორი მათი ხალხი იქნება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„წინა შემთხვევაში როგორც სუს-ის კრებსები გამოქვეყნდა, დაახლოებით ახლაც მსგავსი რაღაც შეიძლება იყოს, როგორც მაშინ ვფიქრობდი, რომ ამის ინიციატორი თავად სუს-ში იყო, ახლაც მთავარი გამომჟონავი თუ საჯაროდ გამომდები სუს-ის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი იქნება.
ახლანდელი მიზანი წინასაარჩევნოა. რა მიზანი აქვს არ ვიცი, რა გამოქვეყნდება მერე ვნახავთ, მაგრამ ახლა არ შეიძლება, რამე სხვა მიზანი ჰქონდეს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას, გარდა წინასაარჩევნო წარმატების მიღწევის. მაგალითად როდესაც სუს-ის კრებსები გამოქვეყნდა ეს იყო ეკლესიის დაშინების მცდელობა და მის ავტორებს შეიძლება, კიდეც გამოუვიდა, ამჯერად რა არის მიზანი ვერ გეტყვით. ჯერ გამოქვეყნდეს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემაა. როცა რაღაცას იღებ და ვერ უვლი მერე, ესეც პრობლემაა. ასევე პრობლემაა, რა ვერსიაც მე მგონია, რომ ასეთი რაღაც გადაიღო და მერე შენ თვითონ გამოდო.
მე ზოგადად მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ყალბი რევოლუციის სცენარს დგამს, რომ ვითომ რევოლუციას უწყობენ და სინამდვილეში ორგანიზატორი მათი ხალხი იქნება. მერე ვითომ ეს რევოლუცია არ გამოვა, „ქართული ოცნება“ დაძლევს ამ გარემოებას და ამას ვიღაცას დააბრალებენ, რევოლუციას გვიწყობდნენ და გაამართლებენ ახალი ტიპის შეზღუდვებს.
ეს მგონია უფრო ზუსტი ვიდრე ის, რომ რაღაცნაირად ახლა სუს-ის ჩანაწერებმა, სუს-ის გარეშე, გარეთ გამოჟონა. წინანდელი გამოცდილება გვეუბნება იმას, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია თავად ამ ორგანიზაციის ნებართვის გარეშე გარეთ არ ჟონავს. ეს ჟონავს მაშინ, როცა სისტემას უნდა, რომ გამოჟონოს. არ ვიცი, ოპოზიციას სუს-ში ჰყავს თუ არა ვინმე ჩანერგილი და იქიდან გამოიტანეს თუ არა, ეს ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ კარგა ხანია, მას შემდეგ რაც სუს-ი „ქართული ოცნების“ ხელში შეიქმნა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, სუსის ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას