„ქოცები“ მშვიდად ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას მაქსიმალურად, ამას მეც კი არ ველოდი, მაგრამ სამაგიეროდ ნახეთ რას აკეთებენ, ამ სიმშვიდის ფასი არის ის, რომ დადუმებული მედია სივრცეში პოლიტიკურ აზრის შესახებ მსჯელობა. მთელი პრობლემა ამ წინასაარჩევნო კამპანიის არის ის, რომ უჩვეულოდ მშვიდია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ასეთი დუნე წინასაარჩევნო კამპანია, უბრალოდ ფიზიკურად არ მახსოვს. ჩვენ ერთადერთი ვართ, რომელიც, უბრალოდ, დაპირებებს სოციალური ქსელის მეშვეობით, ყოველდღიურ ლაივრეჟიმში ხალხს ელაპარაკება. მე მაგალითად, 2016 წლიდან ვმონაწილეობ საარჩევნო კამპანიებში და ვხედავ, რომ 2016 წელს იყო ყველაზე თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო, მედიაც თავისუფალი იყო, მრავალფეროვნების თვალსაზრისით, რამდენნაირი აზრი ისმოდა პოლიტიკურ მედიაში და რამდენი დებატი იყო. 2020 წლისთვის საგრძნობლად გაუარესდა სიტუაცია და 2024 წლისთვის ჩვენ ფაქტობრივად, არ გვაქვს თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო, ოღონდ რა გაგებით, იმიტომ კი არა, რომ ქუჩაში ვიღაცას სცემენ, არ სცემენ, ქოცები მშვიდად ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას მაქსიმალურად, ამას მეც კი არ ველოდი, მაგრამ სამაგიეროდ ნახეთ რას აკეთებენ, ამ სიმშვიდის ფასი არის ის, რომ დადუმებული მედია სივრცეში პოლიტიკურ აზრის შესახებ მსჯელობა. მთელი პრობლემა ამ წინასაარჩევნო კამპანიის არის ის, რომ უჩვეულოდ მშვიდია. ოპოზიციას, მართლა თუ სჯერა თავისი კვლევების, სადაც უკვე გამარჯვებულია, ჟივილ-ხივილით უნდა დადიოდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში.