მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, "გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით, ნატოც ბაზებისგან შედგება და ამერიკული სამხედრო ბაზებიც კარგი დაცვა იქნებოდა საქართველოსთვის, თუმცა ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს საუბარი არ ყოფილა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ისე მონდომებით ამტკიცებდნენ, რომ ჩვენ ბაზები კი არა, ნატო გვჭირდებაო, ცოტა ეჭვი შემეპარა, რამე ცოტა ისეთი ხომ არ არის, რაც არ ვიცი-თქო, თუმცა ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ
„ზოგადად, ამ ინფორმაციას ყურადღებას საერთოდ არ მივაქცევდი. მეგონა, რომ ოპოზიციის მიერ ატეხილი მორიგი ხმაური იქნებოდა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ისე მონდომებით ამტკიცებდნენ, რომ ჩვენ ბაზები კი არა, ნატო გვჭირდებაო, ცოტა ეჭვი შემეპარა, რამე ცოტა ისეთი ხომ არ არის, რაც არ ვიცი-თქო. ნატოც ბაზებისგან შედგება და ამერიკული სამხედრო ბაზებიც კარგი დაცვა იქნებოდა საქართველოსთვის, თუმცა ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს საუბარი არ ყოფილა. ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარი არაფერ შუაში არ იყო, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზები კი არა, ნატოს ბაზების გარდა, სხვა ვერაფერი დაგვიცავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გუშინ, საზოგადოებრივ მაუწყებლის ბორდის წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძეზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე.
მოგვიანებით საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია