მე-10 პარლამენტის დეპუტატი, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიაში ბევრი სისულელე ილაპარაკა. რა
დეპუტატი თქმით, გერმანიის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევაზე მნიშვნელოვანი არის ის გზავნილი, რომლითაც ზურაბიშვილი ბერლინში ჩავიდა.
"მე არ ვიცი საქართველოს პრეზიდენტმა, გერმანიაში რაღაცის ლაპარაკით, გერმანიის კანონმდებლობა დაარღვია თუ არა, თუ დაარღვია ე.ი. ცუდია გერმანიის კანონმდებლობა. ამ შეხვედრებს ჩვენი მეგობრები ესწრებოდნენ და ბევრი სისულელე ილაპარაკა პრეზიდენტმა და ეს უფრო საინტერესო იქნება ჩემი აზრით, ვიდრე დაარღვია თუ არა, მან გერმანიის კანონმდებლობა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ "რუსთავი 2"-თან.