იმედი მაქვს პრეზიდენტის “მარებლობა” წყვილის მორცხვობას დასძლევს და ხვალ ულამაზესი პოლიტიკური ნიშნობის მომსწრენი გავხდებით, - , - ამის შესახებ  „გირჩის“ დეპუტატი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლე კაბიანი ლამაზი ქალისგან თავის დაფასება არ უნდა გაგიკვირდეთ, მაგრამ იმედი მაქვს პრეზიდენტის “მარებლობა” წყვილის მორცხვობას დასძლევს და ხვალ ულამაზესი პოლიტიკური ნიშნობის მომსწრენი გავხდებით“,- წერს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: საჭიროა, პოზიტიური მესამე ცენტრი - მოვუწოდებ მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ

ასევე, პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით: ხვალ, 15:00 საათზე პრეზიდენტი ელოდება გახარიას და ხაზარაძის პარტიის წარმომადგენლებს