მიშას უყვარს პროცესი, როდესაც მას უბრუნდებიან მოღალატეები, მაგრამ ბიძინა ასეთი ადამიანი არ არის შინაარსობრივად, ის არ იბრუნებს მოღალატეებს, - ამის შესახებ  „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„გახარია არაფერს არ ლაპარაკობს, ანუ საერთოდ არავის არაფერს არ ჰპირდება. ცდილობს, პრემიერობის დროს ხმები რომ გადმოჰყვა „ქართული ოცნებიდან“ ის შეინარჩუნოს და ფიზიკურად ახალს არაფერს არ ამატებს. საჯაროდ არ ლაპარაკობს მაგალითად იმაზე თუ რას ნიშნავს „ქართული ოცნების“პრემიერ მინისტრი, როგორ იმართება „ქართული ოცნება“ შიგნიდან და ა.შ. მას არ უნდა ეს, დღემდე ელოდება როდის დაუძახებს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უკვე გვიანია. ბიძინა ივანიშვილს მიშასგან განსხვავებული სტილი აქვს. მაგალითად, მიშას ღალატზე პრობლემა არ აქვს, რამდენ ადამიანს უღალატია მიშაზე და რამდენი დაბრუნებულა უკან. მიშას უყვარს პროცესი, როდესაც მას უბრუნდებიან მოღალატეები, მაგრამ ბიძინა ასეთი ადამიანი არ არის შინაარსობრივად, ის არ იბრუნებს მოღალატეებს, შესაბამისად გახარია თავისი შინაარსით აქეთა მხარეს არის გადმოსული და ბარემ, ბოლომდე უნდა შეუერთდეს „ნაცებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში.