არ ვუშვებ, რომ რაღაც თვალსაზრისით სწორი იყოს სიძე-პატარძალთან სასტუმროში მივარდნა - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მე არ ვუშვებ, რომ რაღაც თვალსაზრისით სწორი იყოს სიძე-პატარძალთან სასტუმროში მივარდნა და იქ გაპროტესტება იმ პრობლემის, რაც ჩვენ გვჭირს. ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა ხდებოდეს, მგონია, რომ ეს არაფერ შუაში არ არის. ჩვენ რომ ეს პრობლემა გვჭირს, ეს ცხადი არის და მოდი მოვიფიქროთ, როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას, რომ არ გვჭირდებოდეს მივარდნა პროტესტის გამოსახატავად სადღაც. რამდენი რუსი დადის საქართველოში, ანუ ვაპროტესტებთ „ქართული ოცნების“ პრორუსულ პოლიტიკას, მართლა ვიღაცა წყვილის კახეთის სასტუმროში ყოფნას ხომ არ ვაპროტესტებთ“,- განაცხადა იაგო ხვიჩამ.