როგორ შეიძლება ამ ბიზნესმენებს ახლა მშვიდად ეძინოთ. როგორ შეიძლება არ ეძებდნენ პარტიას, რომელსაც გააძლიერებენ და მიშას იმედად არ დატოვებენ ამ სიტუაციას. „გირჩის“ გარდა ვინ ეგულებათ, ვინც ეგრევე არ გადახტება მიშას ბანაკში? - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„წარმოიდგინეთ, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც მიშას ვერასდროს დაუჭერს მხარს. იმიტომ, რომ მისი არ სჯერა. მე ვარ ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ პირველი ჩემით დაიწყებს დაჭერას. ამიტომ, მისკენ არ ვიქნები. რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო იმისთვის, რომ ეს საფრთხე დავაზღვიო. თუ არჩევნები ჩატარდება, სადაც პუტინი VS მიშა იქნება და მე იმ პერიოდში ვერ შევძელი გაძლიერება ისე, რომ მესამე არჩევანი ვიყო, ვთქვა: „პუტინი და მიშა კი არ არის მხოლოდ, მეც ვარ“ ეს თუ ვერ ვთქვი, სხვა პარტიას ვერ ვხედავ, რომელსაც მიშას გაჩერება შეუძლია.
ქართველი ბიზნესმენები გიჟები მგონიან, ამას რომ ვერ ხედავენ. შეიძლება ცოტა ხანში ჩამოიშალონ „ქოცები“ იმიტომ, რომ რუსეთზე დებენ ფსონს. თუ „ქოცები“ იშლებიან, ვინ მოდის ხელისუფლებაში? ვის ჰგონია, რომ მიშა შეარჩენს ბიზნესმენებს „ქოცებთან“ ასეთი ტიპის თანამშრომლობას. მიშა „ქოც“ ბიზნესმენებს არ გაპარსავს? როგორ შეიძლება ამ ბიზნესმენებს ახლა მშვიდად ეძინოთ. როგორ შეიძლება არ ეძებდნენ პარტიას, რომელსაც გააძლიერებენ და მიშას იმედად არ დატოვებენ ამ სიტუაციას. „გირჩის“ გარდა ვინ ეგულებათ, ვინც ეგრევე არ გადახტება მიშას ბანაკში?- თქვა იაგო ხვიჩიამ.