"ბოლო თავმჯდომარეს სააკაშვილის სული გამოეცხადა, ბოკუჩავა თანამდებობიდან გადააყენა. ბოკუჩავა პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურს უწოდებს, რაც „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერების ბუნებაა – დაპირისპირება, წინააღმდეგობა. ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი ამ ე.წ. პარტიაზე გვეუბნებოდნენ, რომ პროდასავლური ღირებულებების პარტიაა " – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ. ეს ხალხი გვეუბნება, რომ კოალიციურ მთავრობას შექმნის. სკოლის მოსწავლეც კი მიხვდება იმას, რომ ასეთ ე.წ. პარტიას არ უნდა გაეკაროს. იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო ამ პარტიის ანტისახელმწიფოებრივ პარტიად გამოსაცხადებლად გადაწყვეტილებას მიიღებს. მორიგ ჯერზე გამოჩნდა, ევროკავშირის ელჩი როგორ არასწორად პროპაგანდირებდა, თითქოს „ნაცაგენტურა“, რომელიც თავის თავმჯდომარეს დაპირისპირების გარეშე ვერ ირჩევს, პროდასავლურია და უნდოდათ, ქვეყნის ხელისუფლებაში მოეყვანათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება










