,,ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს აქტიური პირადობის მოწმობა ან მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. ბინადრობის მოწმობის მქონე პირსაც, ასევე, შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით საზღვარგარეთიდან, ეს შეიძლება იყოს უცხოელიც.
დავით იმნაძის განცხადებით, მინდობილობის გაფორმების პროცესი მაქსიმალურად თავისუფალია ბიუროკრატიული ბარიერებისგან და მოქალაქისგან მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენას მოითხოვს.
,,კიდევ მეტი უსაფრთხოებისთვის და გარანტიის მიზნით, სანოტარო პროცესს ესწრება ორი ქმედუნარიანი პირი. ეს ორი პირი საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ერთი არის თავად მინდობილობის გამცემი პირის ნდობით აღჭურვილი პირი, ხოლო მეორე - მოწმე“,- ამის შესახებ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით იმნაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.








