ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი. არაფერი მას არ სჭირს – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულების გადაწყვეტილებების შესაბამისად, მან უნდა მოიხადოს სასჯელი სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, დასკვნები სამედიცინო პერსონალის შემდგომ უნდა იქნეს მიღებული და გადაწყვეტილებას იღებს ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება. სააკაშვილი ყოველდღე გამოდის და მსოფლიო პოლიტიკის დალაგების პრეტენზია გააჩნია, არაფერი მას არ სჭირს. გამომდინარე ქართული და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან, პატიმარი სასჯელს უნდა იხდიდეს შესაბამის დაწესებულებაში.
რატომ ხართ იმის მომხრე, რომ სააკაშვილი განსხვავდებოდეს სხვა პატიმრებისგან, როდესაც მას ამის არანაირი მიზეზი აღარ აქვს, აღარც შიმშილობა არის, აღარც განუკურნებელი დემენცია და აღარაფერი? სააკაშვილს აღარ უსმენენ გვარამია, მელია, აღარავინ უსმენს, ჩვენ რატომ უნდა გვეშინოდეს სააკაშვილის გამოსვლის? სააკაშვილის სასჯელის მოხდა უნდა მოხდეს ისე, როგორც ეს არის გაწერილი ქართული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მსჯავრდედებულ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა