„აქაც გადაასწრო პატიმარმა სააკაშვილმა, ჩაუშვა ეს ხალხი და თქვა, ჩვენი გეგმა არჩევნები კი არ არის, ჩვენი გეგმა არის 27 ოქტომბერს ვითომ გაყალბებული არჩევნების გაპროტესტებაო,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 27 ოქტომბრისთვის ემზადება და ამას თავადაც აღიარებენ.
„უცხოური ძალა და ადგილობრივი ლოკალური ომის პარტია, რადიკალური ოპოზიციისა და მათი კვერის დამკვრელი ენჯეოების სახით, ემზადებიან არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის. ამას აღიარებენ კიდეც. დელეგიტიმაციაზე, გაყალბებაზე საუბრობენ, როდესაც არავის არანაირი ფაქტი არ დაუფიქსირებია და ა.შ. აქაც გადაასწრო პატიმარმა სააკაშვილმა, ჩაუშვა ეს ხალხი და თქვა, ჩვენი გეგმა არჩევნები კი არ არის, ჩვენი გეგმა არის 27 ოქტომბერს ვითომ გაყალბებული არჩევნების გაპროტესტებაო. რა თქმა უნდა, ამას არანაირი მომავალი არ აქვს. ჯერ ერთი, გაყალბებაში ვინც არის ნამუშევარი და გამოცდილი, კარგად ვიცით. ეს არის ISFED-ი და არასამთავრობო სექტორი, რომლის გაყალბებული არჩევნებიც მერე აღიარა თავად USAID-მა და ISFED-მაც,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა