პარტიის ყრილობის ჩატარების თარიღად 5 აგვისტოს, 15:00 საათი განისაზღვრა. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა მედიასთან განაცხადა.
„დელეგატების რაოდენობა დაახლოებით 250-დან 300 კაცამდე განისაზღვრა. ამ დელეგატების მოწვევის წესიც დადგინდა და განისაზღვრა. დელეგატები როგორც წესია იქნებიან დედაქალაქიდან, რეგიონებიდან, ცენტრალური ოფისი წარმოადგენს დელეგატების ნაწილს. დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობის ორგანიზებისთვის და ჩატარებისთვის აუცილებელი ფაქტორია. ამ ორგანიზაციის შემადგენლობა შვიდი ადამიანით განისაზღვრა.
სამწუხაროდ, პოლიტსაბჭოს ყველა წევრი ამ კალენდარული მოცემულობიდან გამომდინარე ქალაქში არ იმყოფება, ზოგი დისტანციურად ჩაგვერთო. არ იყო შესაძლებელი თინას დავლოდებოდით. ყრილობა იმართება იმ დროს, როდესაც თინა ქალაქში იქნება. ყრილობის ჩატარების წინამოსამზადებელი საორგანიზაციო ეტაპია პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარება. ჩვენ ყველას ვერ დავუმიზნებთ ლოჯისტიკურ მიზნებს, გადაადგილებებს, ქალაქში ყოფნა/არყოფნას. იმედი გვაქვს, 5 აგვისტოს შემოგვიერთდება – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.








