„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა, რომლის თქმითაც, „289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში“.
„ხალხის ძალა" არ ვაფინანსებთ „ლელოს“ PR კამპანიას. ამას ვაცხადებ იმიტომ, რომ როგორც წესი, ხაზარაძის სულელური განცხადებები მოქმედებს მისი და „ლელოს“ საწინააღმდეგოდ და, ბუნებრივად, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, საზოგადოება მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ არ ვაფინანსებთ ხაზარაძის PR კამპანიას.
რაც შეეხება ხაზარაძის მიერ დათვლილ დღეებს, მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი, რასაც ხაზარაძე კარგად ითვლის, ესაა ფული მის ჯიბეში. ამ დღეების დათვლას, ძალიან კარგი იქნებოდა ის თანხა და ქონებები დაეთვალა, რაც საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს. ისიც ვერ დათვალა - ბიძინა ივანიშვილს საქართველოში დაახლოებით 289 დღე დარჩაო, თქვა ტელევიზიით. ბანკირი კაცი ხარ, შე დალოცვილო და „დაახლოებით“ როგორ უნდა თქვა? ისიც ვერ დათვალა, დაახლოებით, თუ ნამდვილად 289 დღე დარჩა...“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა