ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია – ასეთი სიმბიოზი, ეკლექტური გაერთიანებაა მოაზრებული, აქედან ჩანს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ქვეყნის გარეთაც რაღაცებს გეგმავენ, დიდად ვერ გრძნობენ ქვეყანაში სიტუაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „არ შეიძლება, ასეთი ადამიანების ერთობით რაიმე წარმატებას მიაღწიო“.

„არაერთხელ დაუშვიათ მათ შეცდომები, როცა აქცენტს აკეთებდნენ ჯერ ბოკერიაზე, მერე ხაზარაძეზე, მერე გახარიაზე, ყოველ ჯერზე ჩაუვარდათ ეს ე.წ. მესამე ძალის მცდელობა, რადგან ამ მესამე ძალას ყოველთვის აგებდნენ „ნაცებზე“ და „ნაცებით“ არ შეიძლება, მესამე ძალა ჩამოაყალიბო, ეს არის მეოთხე შეცდომა, რომელსაც უშვებენ ეს ადამიანები“, – განაცხადა კობახიძემ.