ამბასადორიალი 2017-ის ფარგლებში, თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის მუხრან გულაღაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დიასპორები აქტიურად, ჩვეულებრივი მოქალაქეებივით იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში.

“ამბასადორიალის ფარგლებში იმიტომ გახდა ეს საკონსულო ამბების ცალკე გამოყოფა საჭირო, რომ საკონსულო დამოუკიდებელი ერთეულია, სულ სხვა სპეციფიკის დეპარტამენტია, აქედან გამომდინარე, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობა და უამრავი რამ, ეს მხოლოდ საკონსულოებით ხდება.

ჩვენ, საკონსულოები ძირითადად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მომსახურებაზე ვართ ორიენტირებული. ამიტომაც იყო ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, იყო იქ კიდევ მნიშვნელოვანი სიკთხები. ერთ-ერთი მათ შორის ის იყო, რომ რადგან მომავალ წელსაც პრეზიდენტი ისევ ჩვეულებრივ აირჩევა, სახალხო არჩევნების წესით, კარგი იქნებოდა, რომ შევიდეს ცვლილება საარჩევნო კოდექსში. არის რამდენიმე ისეთი მომენტი, რომელიც ჩვენს დიასპორას მისცემდა უკვე შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.

ყოველ წელს ხდება ხოლმე ცალკეული გადაწყვეტილების გამოტანა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებებით და სჯობს, მივცეთ ერთხელ და სამუდამოდ, შევიტანოთ ეს ცვლილება საარჩევნო კოდექსში და მერე უკვე დიასპორა ყოველთვის მიიღებს მონაწილეობას ჩვეულებრივად ამ არჩევნებში. დიასპორა ჩვეულებრივ, ჩვენი მოქალაქეები არიან, ისეთივე, როგორიც ჩვენ ვართ და ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. ეს ერთ-ერთი მომენტია, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება”, - აღნიშნავს თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული მუხრან გულაღაშვილი.