სალომე ზურაბიშვილს აქვს კარგი პოზიცია, მაგრამ რაღაცები დასამტკიცებელი აქვს, უკრაინაში უნდა ჩავიდეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტი: ადე სულ ლანძღავდით სალომე ზურაბიშვილს, ძალიან მწვავედ აკრიტიკებდით...
გ. სანიკიძე: ეს ჩემი ბრალი არ იყო, აქამდე სალომე ზურაბიშვილი იყო ქართული „ოცნების" დანამატი. სალომე ზურაბიშვილს აქვს კარგი პოზიცია, რაღაცები დასამტკიცებელი აქვს კიდე, მაგალითად - ერთ-ერთი ის რომ უკრაინაში უნდა ჩავიდეს, არ არის ჩანასვლელი. ჩემი პოზიციის ცვლილებებზე კი არ არის ლაპარაკი, ცვლილებები არის თვითონ ქალბატონი სალომესი. აქამდე ჩადიოდა ევროპაში და ამბობდა, ყველაფერი კარგად არის და ახლა გამოიცვალა. აფერუმ, გაუმარჯოს, ასეთი გამოცვლილები ბევრი მინახავს.