ოპოზიციონერი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე რუსთაველის გამზირზე გამართულ საერთო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამომსვლელთა განცხადებებს გამომეხმაურა:
„ბიძინა გამოვიდა და ილაპარაკა, რომ კარგად ვართ ახლა ჩვენ და როცა ხელისუფალი ამბობს, რომ კარგად ვართ, ე. ი. არაფრის გაკეთებას არ აპირებს.
ივანიშვილს იდეოლიგიურად ისე გაუჭირდა, რომ მერაბ კოსტავა ახსენა დღეს. ბიძინას ერთ-ერთი სიბრძნეა - ჭკვიანი თუ ხარ ადამიანი, ციხეში როგორ უნდა იჯდე.
ეკლესიის ერთგულებას რომ აცხადებთ, ერთი მღვდელმთავარი რატომ არ იდგა თქვენ გვერდზე ძვირფასო ქოცებო, რაშია საქმე, საპატრიარქოში ხომ არ გაგიფუჭდათ საქმე? ბიძინა რომ იძახი, ევროპაში უნდა შევიდეთო, მაგ შენს მომხრეების ნახევარზე მეტს ევროპა დასანახავადაც არ უნდა, რატომ ატყუებ შენს ამომრჩეველს?“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.