პირუტყვული შიში აქვთ მიხეილ სააკაშვილის, თუ არა და ერთი დღე გამოუშვან, გაატარონ საქართველოს ტერიტორია, მერე შეაბრუნონ და ვნახოთ, რა იქნება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი ცრუობს, როცა ამბობს, მე რომ შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი, არ გამოუშვებენო, მატყუარაა, ფლიდია. მას შეუძლია, რომ შეიწყალოს და მიხეილ სააკაშვილი გარკვეული საათების განმავლობაში გარეთ გამოვიდეს, მერე შეუძლიათ შეაბრუნონ, მაგრამ ის შებრუნება არ უნდა „ქართულ ოცნებას“. ზურაბიშვილის მთავარი ამოცანაა, დაადუმოს ევროპელები, ანესთეზია გაუკეთოს, თუ მიშას გამოვუშვებთ, ომი დაიწყება... მერე ბიძინა, რომ გააკვარახჭინებს ყველაფერს კვაჭი კვაჭანტირაძესავით, ჩააწყობს არჩევნებს და გამოვა სალომე ზურაბიშვილი და იტყვის, კარგად ჩატარდა არჩევნები, ოპოზიციის ერთი ნაწილიც იმავეს იტყვის და ამ დროს მიშა ზის ციხეში. პირუტყვული შიში აქვთ მიხეილ სააკაშვილის, თუ არა და ერთი დღე გამოუშვან, გაატარონ საქართველოს ტერიტორია, მერე შეაბრუნონ და ვნახოთ, რა იქნება“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.