თუ ვინმე იმსახურებს გამარჯვებას, პირველ ადგილზე უკრაინელები არიან და მერე ჩვენ, ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რითაც საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა.

„თუ ვინმე იმსახურებს ახლა გამარჯვებას, ჩვენ ვერცხლის მედალი გვქვს, პირველ ადგილზე უკრაინელები არიან.  ისინი იმსახურებენ გამარჯვებას და მერე ჩვენ", - ამბობს გუბაზ სანიკიძე.

26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

უკრაინამ ისლანდია დაამარცხა და ევრო 2024-ის ფინალში ითამაშებს