შეგრძნება მაქვს, რომ ოპოზიცია ახლა უფრო ადეკვატური იქნება, ვიდრე 2020-ში - არ იქნება ერთი დიდი გაერთიანება? იყოს ორი, სამი,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
„შეგრძნება მაქვს, რომ ოპოზიცია ახლა უფრო ადეკვატური იქნება, ვიდრე 2020-ში, როცა აბსოლუტურად ყველა შეცდომა, რაც კი შეიძლებოდა დაეშვა ოპოზიციას, დაუშვა. მაშინ ერთი შეცდომა არ გამოგვიტოვებია, ახლა იმედი მაქვს, რაღაც დასკვნებს გამოვიტანთ და გადვეწყობით უფრო მწყობრად, უფრო კარგად. არ იქნება ერთი დიდი გაერთიანება? იყოს ორი, იყოს სამი. ახლა ძალებს იკრეფენ, სწორია ეს, მოველოდით ამას",- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ " ტვ პირველის" ეთერში.