პოლიტიკა თვითონ დასდევს მიშას. ციხეშია მიშა - ციხეშია ქართული პოლიტიკა, გამოვა მიშა - გამოვა ქართული პოლიტიკა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკაში დარჩენის სურვილი აქვს თუ არა, პოლიტიკა თვითონ დასდევს მიშას. ციხეშია მიშა - ციხეშია ქართული პოლიტიკა, გამოვა მიშა - გამოვა ქართული პოლიტიკა, ასე ჩამოყალიბდა. სამი პრეზიდენტის ღვაწლზე დგას დღევანდელი ქართული სახელმწიფოებრიობა. ზვიადის დამოუკიდებლობის აქტი, შევარდნაძემ ფუნქციონალური დატვირთვა მისცა ქვეყანას და მიშამ შექმნა საერთო სახელმწიფოებრივი კორპუსი, სხეული შექმნა“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.